უგულავას 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ „მსხვილმანი თაღლითია“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავასთვის შეურაცხყოფის მიყენება და „წვრილმანი თაღლითის“ წოდება შეაფასა.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გიგი უგულავას 50 მილიონი აქვს მოპარული და თავად გახლავთ „მსხვილმანი თაღლითი“. „წვრილმანს უწოდებს სხვას, 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ მსხვილმანი თაღლითია, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს. სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის მსხვილმანი თაღლითი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები