8 დეკემბრის ღამეს რუსები პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან უკრაინას Shahed-ის ტიპის 7 დრონით დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
ამასთან, რუსებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონის მიმართულებით ბელგოროდის რეგიონიდან С-300-ის ექვსი საზენიტო მართვადი რაკეტაც გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით 5 Shahed-136/131 დრონის განადგურება შეძლეს.