შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას დაკავებულია 16 პირი – მათგან 3 ხელწერილით გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი – აქედან 3 ხელწერილით უკვე გათავისუფლებულია.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს – პოლიცია მათ მოუწოდებს, რომ საავტომობილო გზა გაათავისუფლონ. ოპოზიცია კი დემონსტრანტებს მოუწოდებს, პროტესტის გამოსახატად მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში.
შეგახსენებთ, მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში.
-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენის აპარატი – დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა – პატიმარს პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრის მოთხოვნა არ დაუფიქსირებია