ვითარება ახლო აღმოსავლეთში – ისრაელი ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფი ღაზის სექტორის ინტენსიურ დაბომბვას განაგრძობს

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელი ღაზის სექტორის ინტენსიურ დაბომბვას განაგრძობს, ათიათასობით პალესტინელი კი თავის დაღწევას რაფაში გადასვლით ცდილობს. ანკლავში კვლავ ჰუმანიტარული კრიზისია, არ არის საკვები და წყალი, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.
თეთრი სახლის თანაშემწე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მისცა ისრაელს მტკიცე ვადა ალყაში მოქცეულ ანკლავში სამხედრო ოპერაციების დასასრულებლად.
ღაზაში არსებულ ვითარებას და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას გაეროს უშიშროების საბჭო სავარაუდოდ პარასკევს განიხილავს.
-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის მეტი დახმარების მიწოდებაა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა