ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა

ოკუპირებული ს მარიონეტული რეჟიმის ლიდერი, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა.

ბჟანიამ დე ფაქტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ გადადგომის განცხადებას მოაწერა ხელი.

“ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ”. – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა მხარეებმა 5 პუნქტიანი ხელშეკრულება დადეს. ერთ ერთი პუნქტის თანახმად ბჟანიას გადადგომის განცხადება ძალას კარგავს, თუ 19 ნოემბერს ე.წ. პარლამენტში მყოფი მომიტინგეები შენობას არ დატოვებენ.

ხელშეკრულების პუნქტები ასე გამოიყურება:

  1. რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ტოვებს თანამდებობას;
  2. მოქალაქეები, რომლებიც სამთავრობო კომპლექსი და მის გარშემო არსებული შენობები დაიკავეს 2024 წლის 19 ნოემბერს ბრუნდებიან სახლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბჟანია გადადგომის განცხადებას გაიწვევს;
  3. სახალხო კრება, იგივე აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტი 2024 წლის 19 ნოემბერს ბჟანიას გადადგომის განცხადებას განიხილავს;
  4. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელი ვიცეპრეზიდენტი ბადრა გუმბა იქნება;
  5. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუმბა თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერმინისტრ ალექსანდრ ანქვაბს, მის ადგილს დაინიშნება ვალერი ბგანბა”;

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონი და მისი შინაარსი გახდა. ბჟანიას რეჟიმის ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ მათ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მათთვის პრობლემას თავად ე.წ. პრეზიდენტი წარმოადგენს. დემონსტრანტებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლეს. ბჟანიას რეჟიმსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.

წყარო