„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხატია დეკანოიძე სასამართლოში 11:00 საათზე მივა.
ცნობისთვის, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევზაძე, ლონდა თოლორაია.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ასევე, დაიკითხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი, თუმცა უწყებაში კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ინფორმაციას არ აჟღერებენ.