ბაიდენი დიდი ოცეულის ლიდერებს მოუწოდებს ზეწოლის გაძლიერებისკენ ჰამასზე

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 18 ნოემბერს დიდი ოცეულის (G20) ლიდერებს მოუწოდა გააძლიერონ ზეწოლა ჰამასზე – რომელიც -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული – საიმისოდ, რომ ისრაელთან გაფორმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ბაიდენი აცხადებს, რომ ამ შეთანხმებისთვის მუშაობას გააგრძელებს თავისი პრეზიდენტობის ბოლო კვირებში, სანამ თეთრ სახლში არჩეული პრეზიდენტი, დაბრუნდება.
“აქ ყველას მოვუწოდებ გააძლიერონ თავიანთი ზეწოლა ჰამასზე, რომელიც ამ ეტაპზე შეთანხმებაზე უარს ამბობს” – თქვა ბაიდენმა რიო-დე-ჟანეიროში.
ბაიდენმა ისრაელს კიდევ ერთხელ მოუწოდა შეზღუდოს სამოქალაქო მსხვერპლი ღაზაში წარმოებული ომისას – რომელიც მოჰყვა ჰამასის მხრიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას.
“ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას, ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელთა ყველაზე მძიმე ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. მაგრამ ის, თუ როგორ იცავს თავს… ძალიან მნიშვნელოვანია” – ამბობს ბაიდენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!