EU-ის საბჭო: EU მზადაა ქართველების მხარდასაჭერად, თუმცა მთავრობის ქმედებებით შეშფოთებულია

ევროკავშირის საბჭო საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია.
“ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, ის სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება”, – წერია განცხადებაში.
დღეს, საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.