რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.
იოზვიაკის ცნობით, საქართველოში ევროკავშირის კომისიის “ტექნიკური მისია” ჩავა.
“ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. ქვეყანაში EEAS/ევროკავშირის კომისიის “ტექნიკური მისია” ჩავა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ოფიციალური პირებით. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ოდირი ევროკავშირის მაღალჩინოსნებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის”, – წერს იოზვიაკი.