სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის აპარატმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, ისინი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. განცხადების მიხედვით, ქვეყნები იზიარებენ აზრს, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა მიეცათ.
“ჰუმანიზმის პრინციპების ხელმძღვანელობით და კეთილი ნების გამოხატულების სახით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა 32 სომეხ სამხედრო პირს გაათავისუფლებს. თავის მხრივ, სომხრეთის რესპუბლიკა, ჰუმანიზმის პრინციპების ხელმძღვანელობით და კეთილი ნების სახით, 2 აზერბაიჯენლ სამხედრო პირს ათავისუფლებს” – ნათქვამია განცხადებაში.
მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანი და სომხეთი ქვეყნებს შორის ნდობის გამყარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ.
“ორივე ქვეყანა კვლავ ადასტურებს თავის მიზანს, ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზებასა და მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწიოს”. – წერია განცხადებაში.