ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიაა დალისტული: „საქართველოს ბანკის ჯგუფის“, „თიბისი ბანკის ჯგუფის“, „საქართველოს კაპიტალი“.
Galt & Taggart-ის მიხედვით, გასულ კვირაში ამ კომპანიების აქციების ფასი ამგვარად შეიცვალა:
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 49.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.43% წინა კვირასთან შედარებით და +21.81% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 424 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.75 – 52.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 102 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.25% წინა კვირასთან შედარებით და +17.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 417 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.55 – 32.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 101 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.40% წინა კვირასთან შედარებით და +13.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.12 – 12.12 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 123 ათასი აქცია შეადგინა.