მამუკა ხაზარაძე – „სახალხო პარლამენტის“ იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს – ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა

„სახალხო პარლამენტის“ იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა კოალიციებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.
„მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი გამართავს ბრიფინგს. არ მინდა ახლა მეტი კომენტარი გავაკეთო იმიტომ, რომ პრეზიდენტი თვითონ გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული. ეს შეხვედრები გაგრძელდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციებთანაც. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, არის გეგმა. ეს გეგმა არსებობს, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ მშვიდობიანად ახალი “,-განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს ს და ელენე ხოშტარიას ხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ ფიშერი – ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს

გედევან ფოფხაძე – ვარწმუნებ ივანიშვილის მსახურებს, რომ მათი მოტივაცია და ჩვენი კონტრასტულია, აქციაზე რაოდენობას ნუ ითვლიან – თუ რამდენი ადამიანი უჭერდა მხარს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილსა და კოტე აფხაზს, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გმირები იყვნენ