– მოლოდინი არ მაქვს, რომ კალანდარიშვილთან მიმართებაში იმ ამაზრზენ ქმედებას ვინმე დაგმობს – ეს ჩვეულებრივი დავალებებია, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნულები ასრულებენ

„ქართული ოცნების” გენერალური მდივანს, კახა კალაძეს მოლოდინი არ აქვს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ განხორციელებულ აქტს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რაიმე გამოხმაურება ექნება.
კალაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები დავალებებს ქვეყნის გარედან იღებენ, რასაც „თავჩაღუნულები ასრულებენ“.
„ჩვენ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ის, რასაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების სახით, რა თქმა უნდა, მოდის გარედან. მათი პატრონები რასაც ეუბნებიან, ეს უსამშობლო, მოღალატე აგენტურა აკეთებს ყველაფერს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ კალანდარიშვილთან მიმართებაში იმ ამაზრზენ ქმედებას ვინმე გამოეხმაურება ან დაგმობს. ეს ჩვეულებრივი დავალებებია, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნულები ასრულებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…