რა შემოსავალი გამოიმუშავეს წელს “მაგთიმ”, “სილქნეტმა” და “სელფიმ”

2023 წლის 9 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 582 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77 მილიონი ლარით ანუ 15%-ით მეტია.
კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით არის განპირობებული. აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში 5,460,977 აქტიური აბონენტია, რაც წინა წელთან შედარებით 82,000 აბონენტით მეტია.