ირაკლი ქადაგიშვილი – მამუკა ხაზარაძეს შეუძლია ყველანი თავის ვაგზალზე მიიწვიოს – რა თქმა უნდა, სახლობანას თამაშს ჯერჯერობით მას არავინ უკრძალავს!

მამუკა ხაზარაძეს შეუძლია ყველანი თავის ვაგზალზე მიიწვიოს – რა თქმა უნდა, სახლობანას თამაშს ჯერჯერობით მას არავინ უკრძალავს! – ასე ეხმაურება „ლელოს“ ლიდერის ინიციატივას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
აქვე, ქადაგიშვილმა დასძინა, რომ „სასაცილოა, ხაზარაძე ამ დონეზე რომ დავიდა“.
„ეს ორხელისუფლებიანობაც არ არის – ეს არის სახლობანა!
სამწუხაროდ, ხაზარაძის პრობლემა უფრო ღრმად არის – მას გაუჭირდება იმ პრობლემიდან გამოსვლა, რა პრობლემაც მან საკუთარ თავს შეუქმნა. როდესაც ადამიანი ქვეყანას საკუთარ ამბიციასა და შურისძიებას ახვევ თავს, იქ უფრო მძიმედ არის საქმე, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეული წარმატება თუ წარუმატებლობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს