პუტინი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს შეხვდა. უცხოური მედიის ცნობით, მათ ქვეყნებს შორის ვაჭრობა განიხილეს, რომელიც თავდასხმითი თვითმფრინავებით ვაჭრობის ფონზე, გასული წლის განმავლობაში 20%-ით გაიზარდა. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ გასულ წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ თითქმის 5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მხარეებმა, ასევე განიხილეს დეკემბრის ბოლოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ირანის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღაზის სექტორის საკითხსაც.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ირანი სთვის რამდენიმე ასეული თვითმფრინავის მიწოდებისთვის ემზადებოდა. მას შემდეგ რუსეთი ს ირანული დრონებით მუდმივად უტევს.
უკვე 2023 წლის აგვისტოში, ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა მიიღო შიდა დოკუმენტები, რომ
რუსეთის თათარსტანში, ალაბუგას სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ირანული დრონების წარმოების ქარხანა მუშაობს, რომელიც 2025 წლისთვის 6 000 უპილოტო საფრენი აპარატის, შაჰიდის წარმოებას გეგმავს.
Wall Street Journal იტყობინება, რომ შედარებით იაფი და ეფექტური უპილოტო თვითმფრინავების სანაცვლოდ, რომლებიც უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დასარტყმელად გამოიყენება, რუსეთი ირანს კიბერიარაღს აწვდის, ციფრული მეთვალყურეობის ჩათვლით.