თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღესაც მთელი დღით შეეზღუდება | ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის, ლერწმის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის, სახალხოს, იუნკერთა, ჩოლოყაშვილის, იან პრიბილის, რთველაძის, ჩკალოვის, საექიმოს, მეგობრობის, შოთა ნადირაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, დირსიჭალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ვლადიმერ ლობჟანიძის, ნავთლუღის და სოლომონ დოდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ქიზიყის, ენუქიძის, პეტრე სურგულაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.