პროდასავლური ოპოზიცია ჯოზეფ ბორელსა და EU-ის მინისტრებს წერილით მიმართავს

4 პროდასავლური ოპოზიციური პარტია – კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და EU-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართავს.
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო ს ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.
ერთობლივ წერილში ისინი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის “გადაულახავი დაბრკოლება შექმნა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება EU-ში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში ასახულ მოთხოვნებს”.