გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური პარტიების წერილზე – ეს წერილი წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას გაუგზავნონ – ხელისუფლებაში მოსვლას ვერ მიიღებენ და იქნებ საჩუქრები მაინც მიიღონ!

ეს წერილი წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას გაუგზავნონ – ხელისუფლებაში მოსვლას ვერ მიიღებენ და იქნებ საჩუქრები მაინც მიიღონ! – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ოთხი ბარიერგადალახული პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მაჭარაშვილის იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყნის მტრობას განაგრძობს.
„მათი მხრიდან ქვეყნის გაშავების მცდელობა არ გვიკვირს. ეს ხალხი პირდაპირ ქვეყანას მტრობს და სამწუხაროდ, ამას არც მალავენ.
მეორეს მხრივ, მათი სურვილია, რომ იქნებ როგორმე ხელისუფლებაში მოიყვანონ, რისი შანსი მათ არა აქვთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ბარიერგადალახულმა ოთხმა პარტიამ ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგების ცნობილი არ გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა