რუსეთის საჰაერო თავდაცვამ წუხელ მოსკოვის, ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა და ტულას ოლქების თავზე 59 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, კიევი, აღნიშნული დრონებით, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდა.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 დრონი მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 45 ბრიანსკის ოლქის თავზე, 6 – კურსკის ოლქში და სამ-სამი ბელგოროდისა და ტულას ოლქებში.