სოხუმში აფხაზეთის ე.წ. „სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის“ შენობის დაკავება სცადეს, დაცვამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

სოხუმში ადამიანთა ჯგუფმა ს სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობის დაკავება სცადა, დაცვამ ისინი გამაფრთხილებელი სროლებით გააძევა, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2024 წლის 18 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობასთან ინციდენტი მოხდა. ადამიანების ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენენ, ტელეკომპანიის ტერიტორიას მიუახლოვდა მაუწყებლობაზე კონტროლის დამყარების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დაცვის თანამშრომლები იძულებული იყვნენ, გამაფრთხილებელი გასროლა განეხორციელებინათ.
„ამ ქმედებებმა შესაძლებელი გახადა სიტუაციის სტაბილიზაცია და კონფლიქტის განვითარების პრევენცია“, – აღნიშნულია ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ