სოხუმში აფხაზეთის ე.წ. „სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის“ დაკავება სცადეს, დაცვამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

სოხუმში ადამიანთა ჯგუფმა ს სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის შენობის დაკავება სცადა, დაცვამ ისინი გამაფრთხილებელი სროლებით გააძევა, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2024 წლის 18 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის შენობასთან ინციდენტი მოხდა. ადამიანების ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენენ, ტელეკომპანიის ტერიტორიას მიუახლოვდა მაუწყებლობაზე კონტროლის დამყარების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დაცვის თანამშრომლები იძულებული იყვნენ, გამაფრთხილებელი გასროლა განეხორციელებინათ.
„ამ ქმედებებმა შესაძლებელი გახადა სიტუაციის სტაბილიზაცია და კონფლიქტის განვითარების პრევენცია“, – აღნიშნულია ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

პრემიერი: დღეს, ოთხმა პარტიამ მიმართა ევროკავშირს, მათ შორის მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება – ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს