გვარამიას თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს სიგნალი მოლაპარაკებაზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა, რომ მიიღეს სიგნალები სგან – მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შეთავაზებით. “ტვ პირველის” ეთერში ჩართვისას გვარამიამ საუბარი ამ თემაზე მაშინ დაიწყო, როდესაც წამყვანმა კითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პირველის სხდომის თარიღის – 25 ნოემბრის დასახელების თაობაზე.
„მსგავსი რამ “ქართულ ოცნებას” ვერ გადაარჩენს თუ არადა ბატონ ს მოვუყვებით როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად, იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი პარტია, თანახმა იქნება და რაღაცნაირად ისაუბრებს, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“, ამას თქვენთან ვამბობ და ეს ნამდვილად არ მეჩვენება. ახლა კობახიძეს სანამ არ მოჰბეზრდება იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები. რა თქმა უნდა. არავითარი მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნება, მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე – ხელახალი და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, კობახიძე არავის არ აღელვებს, საიდანაც გინდა იქიდან ააორთქლოს ბიძინა ივანიშვილმა“, – თქვა ნიკა გვარამიამ და დაამატა, რომ “არავითარი ვაჭრობა არ იქნება”.
დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე ტიპის სიგნალი, რომ მოლაპარაკება კობახიძეს შეიძლება სურდეს, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კობახიძე არაფერს წარმოადგენს და სიგნალი ქვეყნის ფარგლებს გარედან მიიღეს ივანიშვილისგან.
„სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან. მე არ ვაპირებ დაზუსტებას, მაგრამ ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლები არ ყოფილა, ჩვენ მოგვაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ოღონდ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა – არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით ვის რას სთავაზობს ბიძიან ივანიშვილი, ერთადერთი საკითხია მოლაპარაკების და განხილვის ღირსი – ახალი არჩევნები“.
გვარამიამ დამატებით განმარტა:
“ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა ამ სიგნალების გაცვლა, ჩვენ გვყავს წარმომადგენელი, ასევე მათაც ჰყავთ ქვეყნის გარეთ წარმომადგენლები და მოხდა კონკრეტული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ მონაწილეობდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკურსში ოღონდ ოპოზიცია, ჩვენ წამყვანი ოპოზიციურ ძალა ვართ, მოგეხსენებათ, დათანხმდეს იმაზე, რომ რაღაცა ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა. არავითარი თანამშრომლობა არ შედგება“.
კითხვაზე, თუ ვისთან უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ „მაგას ვერ გეტყვით, კობახიძე და მისი გუნდი როგორც არ არსებობს, კიდევ უფრო არ იარსებებს, ივანიშვილზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა. კობახიძეს ვინ ეკითხება რაიმე სიგნალის გაგზავნას, ან ვინ ელაპარაკება საერთოდ, ეს არის ივანიშვილის ტექსტი და კიდევ ერთხელ აქედან ღიად ვუთვლი მას, არავითარი საუბარი მასთან არ იქნება ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება გადაწყდეს – ეს არის ხელახალი არჩევნები, კობახიძე ჩვენთვის არ წარმოადგენს არაფერს“.
თუ ვისთან სთავაზობდნენ დალაპარაკებას, ამ შეკითხვას გვარამიამ უპასუხა, რომ „არა მაქამდე არ მოსულა საერთოდ საუბარი და არც მივა, არავის არ აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილისთვის ყოველი შემდეგი არის ახალი კობახიძე“.
რაც შეეხება საუბრის თემას, იყო თუ არა ეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი – ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ „დიახ რაღაც ფორმით“ თუმცა, როგორც დამატებით განმარტა „სიღრმეებში არც შევსულვართო“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას სთავაზობდა თავად ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიამ თქმა, რომ „მთელ თავის პოლიტიკურ გუნდს… დღეს ვინც არიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველას უკლებლივ“.
ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან 18 ნოემბრის გვიან ღამით გააკეთა “ტვ პირველის” ეთერში ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან ჯერჯერობით არ გამოხმაურებია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. რადიო თავისუფლება შეეცდება პასუხის მიღებას დამოუკიდებლადაც.
17 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ ახალი პარლამენტის პირველ შეკრების ვადები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და ის, არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება.
კობახიძის სიტყვებით, საამისოდ, პარლამენტს, არც ერთ ქვეყანაში არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია.
ირაკლი კობახიძემ ასევე მოელის, რომ ოპოზიცია საბოლოოს პარლამენტში მაინც შევა.
16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ოპოზიციისათვის კი ეს არჩევნები გაყალბებულია.
ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. აქცია 17 ნოემბერს საღამოს 8 საათზე დაიწყო, დემონსტრანტებმა ადგილზე თავდაპირველად დიდი ზომის სამი კარავი გაშალეს შუაღამით კი 20-მდე მცირე ზომის კარავი დაამატეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია 24 საათს გასტანს.
გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.
17 ნოემბერს საღამოს 6 საათისთვის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა პარლამენტის მიმართულებით ვაკიდან და აღმაშენებლის გამზირიდან მსვლელობა დაიწყეს. ოპერისა და ბალეტის თეატრთან წაიკითხეს სტუდენტური მანიფესტი და პარლამენტის შენობის წინ კოალიცია “შენი ხმის” წარმომადგენლებს შეუერთდნენ.
პარალელურად ვაკის პარკიდან მსვლელობა დაიწყეს “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. მოელოდნენ, რომ ისინიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებოდნენ, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მყოფმა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ “მორჩა სეირნობა” და “აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებითო”.
“ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილების მოწოდების შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა სცენიდან გამოაცხადა, რომ უნდა შეერთებოდნენ მეგობრებს და დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირისკენ დაიძრნენ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.