მამუკა ხაზარაძე „სახალხო პარლამენტის“ შექმნის ინიციატივით გამოდის

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ხნის ახალი ს მიღწევის გეგმას. ხუთი პუნქტიდან ერთ-ერთი „სახალხო პარლამენტის“ შექმნას ითვალისწინებს.
“ახალი არჩევნების მისაღწევად
საჭიროა:
1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;
2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;
3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა “სახალხო პარლამენტის” საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა,
4. “სახალხო პარლამენტის” სამოქმედო გეგმის შემუშავება;
5. “სახალხო პარლამენტის” დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება”, – წერს მამუკა ხაზარაძე.
ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. აქცია 17 ნოემბერს საღამოს 8 საათზე დაიწყო, დემონსტრანტებმა ადგილზე თავდაპირველად დიდი ზომის სამი კარავი გაშალეს შუაღამით კი 20-მდე მცირე ზომის კარავი დაამატეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია 24 საათს გასტანს.
გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.
17 ნოემბერს საღამოს 6 საათისთვის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა პარლამენტის მიმართულებით ვაკიდან და აღმაშენებლის გამზირიდან მსვლელობა დაიწყეს. ოპერისა და ბალეტის თეატრთან წაიკითხეს სტუდენტური მანიფესტი და პარლამენტის შენობის წინ კოალიცია “შენი ხმის” წარმომადგენლებს შეუერთდნენ.
პარალელურად ვაკის პარკიდან მსვლელობა დაიწყეს “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. მოელოდნენ, რომ ისინიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებოდნენ, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მყოფმა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა, რომ “მორჩა სეირნობა” და “აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებითო”.
“ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილების მოწოდების შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა სცენიდან გამოაცხადა, რომ უნდა შეერთებოდნენ მეგობრებს და დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირისკენ დაიძრნენ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.
16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს.