გიორგი ვაშაძე – ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, გავაღვიძოთ

ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ და გავიხსენოთ, რომ არსებობს განსხვავებული პროტესტებიც და ღამე დარჩენაც, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ აქციებზე იქნება არა ერთი, არამედ პარალელურად სხვადასხვა ლოკაცია.
„ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ და გავიხსენოთ, რომ არსებობს განსხვავებული პროტესტებიც და ღამე დარჩენაც. არ არის მხოლოდ ერთი ლოკაცია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რატომ ვაკეთებთ ამ ლოკაციაზე ამას [ჭავჭავაძის გამზირი] – მხოლოდ რუსთაველზე არ არის პროტესტი, პროტესტი უნდა მოედოს სხვადასხვა ადგილს, ლოკაციას და ჩვენ ამ კუთხითაც ვაპირებთ ბრძოლას. ამ მაგალითსაც ვაჩვენებთ. მომავალში იქნება არა ერთი, არამედ პარალელურად სხვადასხვა ლოკაცია. სერიოზულად ვემზადებით იმისთვის, რომ სამშობლო დავიბრუნოთ, იმიტომ რომ რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი ქართველი არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ პარლამენტში სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოცნებამაც იცის და რა თქმა უნდა ხვალიდან გადაფსიხდება და კაცმა არ იცის კიდევ რა კანონებს მიიღებს და კიდევ რა გზით ეცდება ჩვენს გაჩუმებას