“ნება მოპარულია”, “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – ამ შინაარსის ბანერები გადმოფინეს თბილისში, სხვადასხვა ხიდებიდან (ფოტოები)

“ნება მოპარულია”, “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, “ნებამ გაჟონა”- ამ შინაარსის ბანერები გადმოფინეს თბილისში, სხვადასხვა ხიდებიდან.

მოქალაქეები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ.

პარალელურად, 24 საათიანი უწყვეტი აქცია იმართება დედაქალაქის ცენტრში.

დედაქალაქი პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა – თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქცია უკვე დაიწყო, გაიშალა კარვები.

ოპოზიციის ინფორმაციით, შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძე, მელიქიშვილი, ვარაზისხევი და ასე დაიწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა.

დემონტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა