კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება, აქცია კი იქ 24 საათის განმავლობაში იქნება. ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე კარვებს შლიან.
“მორჩა სეირნობა, სიარული, ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა, ვიბრუნებთ სამშობლოს. ვკეტავთ ყველაფერს…. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია”, – თქვა მან.
კოალიციის წევრები მსვლელობით სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მივიდნენ, პარალელურად სხვა მსვლელობები კი რუსთაველის გამზირზე.