– თვითმარქვია ხელისუფლებას პასუხი უნდა მივცეთ – ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლებას დავუბრუნებთ ხალხს, ამაში დარწმუნებული იყავით

ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია – ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად ხელისუფლებას ხალხს დავუბრუნებთ, ამაში ყველა დარწმუნებული იყავით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა “თვითმარქვია ხელისუფლებას” პასუხი უნდა მოსთხოვოს.
“ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი, ბრძოლა გრძელდება, თვითმარქვია ხელისუფლებას ჩვენ პასუხი უნდა მივცეთ. ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია. ყველანი შემოგვიერთდით, მობრძანდით – დღეს, საკმაოდ გრძელი მსვლელობა გვექნება. ამიტომ ყველანი შემოგვიერთდით და ერთად ვაჩვენოთ ჩვენი ძალა მთელ საქართველოს.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად ხელისუფლებას ხალხს დავუბრუნებთ, ამაში ყველა დარწმუნებული იყავით. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ბევრი აზრი, იდეა არის, მაგრამ ვენდოთ ერთმანეთს და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფეხბურთის ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ამ წუთებში, მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია სახელწოდებით – “დაიბრუნე ხმა!”.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”