ფოთში თევზჭერის ლიცენზიას ხუთი კომპანია ფლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ფოთში თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თევზჭერის ლიცენზიას ხუთი კომპანია ფლობს: ,,ზღვის პროდუქტები“; ,,პალიასტომი 2004“;,,გეოფიშ კომპანი“;,,აისბერგი 2“; ,,მბმ“.
“ლიცენზიის მფლობელი კომპანიები თევზს მოპოვებასთან ერთად ამუშავებენ და ამ მიზნით, ბოლო წლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თევზის ფქვილისა და ზეთის დამამზადებელი ოთხი საწარმო და სამი გამყინავი ქარხანა გაიხსნა,” – აცნობეს “კომერსანტს” მთავრობის ადმინისტრაციიდან.