გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (DIHK) მონაცემებით, გერმანელი ქალები ბევრად უფრო დაინტერესებულნი არიან საკუთარი ბიზნესის წამოწყებით, ვიდრე ბოლო ათწლეულში.
თუ 12 წლის წინ DIHK-ის (ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია) კლიენტების მხოლოდ მესამედი იყო ქალი, ახლა ისინი 43%-ს შეადგენენ. ათიდან ცხრა ქალი ავლენს დამოუკიდებლობასა და მოქნილობას. საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მათი მთავარი მოტივაცია თვითდასაქმებაა, რაც საშუალებას იძლევა დამოუკიდებლად განახორციელონ იდეები, იმუშაონ მოსახერხებელი გრაფიკით და შეინარჩუნონ ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის.
სხვა მიზეზებს შორისაა ფინანსური მდგომარეობა, ასევე სამუშაო ადგილების შექმნისა და საზოგადოების წუინსვლაში წვლილის შეტანის სურვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში სულ უფრო მეტი ქალი აგრძელებს კარიერას მეცნიერებასა და ინჟინერიაში.