ასლან ბჟანია: გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა, მაგრამ შეიძლება სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესთან“ კომენტარი გააკეთა სოხუმში შექმნილ ვითარებაზე.
„არაფერი გამოუსწორებელი ჯერ არ მომხდარა. ჩვენ უნდა გავჩერდეთ, დავისვენოთ და კარგად დავფიქრდეთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ნათელია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა ბჟანიამ.
გამოსავლის გზად კი დე ფაქტო პრეზიდენტი ასახელებს აქციის მონაწილეების მიერ ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის დატოვებას, რის შემდეგაც, მისი სიტყვებით, ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. პარლამენტი შესაბამის ნორმატიულ აქტებს მიიღებენ.
„დაინიშნება “, – განაცხადა ასლან ბჟანიამ და დასძინა, რომ ის მზად არის გადადგეს და არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მივიდეს.
„ჭეშმარიტი საზომი, თუ ვის მხარესაა ხალხი, არჩევნებია. არჩევნები აჩვენებს, თუ ვინ უნდათ პრეზიდენტად აფხაზეთის მრავალეროვან ხალხს. ეს არის გამოსავალი. არ არის გვიანი ამ გამოსავლით სარგებლობა“, – განაცხადა ბჟანიამ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რესპუბლიკის მოსახლეობას „არ აჰყვნენ პროვოკაციებს“.
„ნუ მიიღებთ მონაწილეობას უკანონო და არასანქცირებულ აქციებში. ახლა ეს არ გვჭირდება. ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე. ის საფრთხეშია. ჩვენი სამშობლო გადატრიალების მცდელობის შედეგად ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. არ არის გვიანი ყველაფრის უკან დაბრუნება“.
ასლან ბჟანიამ აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ე.წ. მთავრობის შენობის კომპლექსის დაცლისკენ. ოპოზიცია მის უპირობო გადადგომას ითხოვს. დღეს, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე სკვერში საყოველთაო შეკრებაა დაგეგმილი, სადაც საკოორდინაციო საბჭო გააკეთებს განცხადებებს დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და შემდგომ ქმედებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება