რც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ერთადერთი, ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება ქვეყნის პარლამენტს, ეს არის მოსახლეობა

ერთადერთი, ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება ქვეყნის პარლამენტს, ეს არის მოსახლეობა, ამომრჩეველი, ქართველი ხალხი და, სწორედ, ქართველმა ხალხმა მიანიჭა პარლამენტს ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია და ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა.
„რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება. ეს არის, რასაც ადგენს კონსტიტუცია,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა