უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მილოცვისთვის – პრემიერი

უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მილოცვისთვის, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან ყურადსაღებია განცხადებაში წარმოდგენილი თითოეული გზავნილი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?