ჯასტინ ტრუდო – უკრაინაში ომი, შეიძლება, უახლოეს თვეებში დასრულდეს

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერის, ს გადაწყვეტილებას პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ ომის დასრულება ს პრეზიდენტთან გარკვეულ ჩართულობას მოითხოვს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
“ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ში ძალადობის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელს მსოფლიოში. ეს მოითხოვს გარკვეული დონის ურთიერთქმედებას კოლეგებთან, რომლებთანაც ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთქმედებას არ ვეთანხმებით“, – აღნიშნა ტრუდომ.
ამასთან, მისი თქმით, კანადა რჩება უკრაინის გამარჯვების ერთგული და სურს ომის დასრულება რაც შეიძლება მალე და რომ, შესაძლოა, “ეს უახლოეს თვეებში მოხდეს”.
შეგახსენებთ, 15 ნოემბრის ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ორი წლის განმავლობაში პირველად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ამ სატელეფონო ზარზე კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ რუსეთი იმსახურებს იზოლაციას და ეს სატელეფონო საუბარი იყო ზუსტად ის, რაც პუტინს დიდი ხანია სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა