აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 850 100 000 ლარია

აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი და აჭარის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ა.რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები 850 100 000 ლარს შეადგენს.
აჭარის ა.რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 770 100 000 ლარს შეადგენს.
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 630 000 000 ლარით განისაზღვრა.
2025 წლისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 25 100 000 ლარს შეადგენს.
2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით ასე გადანაწილდა:
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 144 060 500 ლარი;
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 151 000 000 ლარი;
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 65 500 000 ლარი;
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 36 820 500 ლარი;