რუსეთმა დაუბრკოლებლივ შეძლო ოკუპირებული აფხაზეთისკენ სატრანზიტო დერეფნის გაჭრა – TCRC

იზრდება თუ არა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობები? რამდენად, ეკონომიკურად მომგებიანია აღნიშნული გადაზიდვების მოცულობები ს რკინიგზისათვის?რა სავარაუდო მოცულობის ტვითნაკადი უნდა გადაიზიდოს, რომ აფხაზეთის რკინიგზამ დამოუკიდებლად – მომგებიანად იფუნქციონიროს? – ამ კითხვებზე პასუხისთვის “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” მონაცემებს აანალიზებს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთის სარკინიგზო საზღვარზე, ტვირთების მოძრაობას ცვალებადი ტენდენცია გააჩნია.
მისი ინფორმაციით, სტატისტიკა ასე გამოიყურება:
2016 წელი – 654 ათ. ტონა,
2017 წელი – 566 ათ. ტონა,
2018 წელი – 497 ათ. ტონა,
2019 წელი – 430 ათ. ტონა,
2020 წელი – 225 ათ. ტონა,
2021 წელი – 461 ათ. ტონა,
2022 წელი – 799 ათ. ტონა.
2023 წელი – არ გამოქვეყნებულა.
“ფაქტიურად, რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, დან აფხაზეთის მიმართულები ტვირთების მოცულობებმა “პიკს” 2022 წელს მიაღწია და შეადგინა – 799 ათ. ტონა. რითაც დასტურდება, რომ რუსეთი, სანქცირებული ტვირთებისატთვის, აქტიურად ეძებს ალტერნატიულ მიმართულებებს. რისი დასტურიც არის საკონტეინერო მატარებლებით ოჩამჩირის დანიშნულებით გადაზიდვების ორგანიზება, სადაც აქტიურად აშენებს საკონტეინერო ტერმინალს.აფხაზეთის რკინიგზამ ფინანსური წონასწორობის (მომგებიანობის) ზღვარზე იფუნქციონირებისათვის, წელიწადში მინიმუმ 3 მლნ ტონის ტვირთნაკადის არსებობაა აუცილებელი.აფხაზეთის ყოველწლიური საკუთარი საჭიროება ტვირთებზე 0.5 მლნ ტონაა, რაც ძირითადად რუსეთიდან შესული საწვავით და სამშენებლო მასალებით ფორმირდება.ოჩამჩირის ნავსადგურის სრული სიმძლავრით ამოქმედების პირობებში (აფხაზეთი თურქეთის მიმართულებით ახორციელებს ქვანახშირის საზღვაო გადაზიდვებს), დაახლოებით 1 მლნ ტონა ქვანახშირის გადაზიდვაა შესაძლებელი ტყვარჩელი – ოჩამჩირის სარკინიგზო განშტოებით, რაც ჯამში 1,5 – მლნ ტონაა. ბუნებრივია ისმის კითხვა, საიდან უნდა მოვიდეს „დანარჩენი“ – 1.5 მლნ ტონა ტვირთი, იმისათვის, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთმა, ასე თუ ისე წონასწორულ ფინანსურ მდომარეობაში იფუნქციონიროს.თუ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოს გავლით “გამჭოლი” სატრანზიტო გადაზიდვების განხორცილება, პოლიტიკური შეთანხმების პირობებშიც შესაძლოა აღდგეს. მაგრამ მას, მინიმუმ 5-7 წელი ესაჭიროება, იგულისხმება – საქართველოს ტერიტორიაზე ინგირამდე სარკინიგზო ინრასტრუქტურის 90 კმ აღდგენა. რუსეთისათვის შორეული პერსპექტივაა, ამიტომაც რუსეთი დაუბრუნდება, ოჩამჩირის გავლით ახალი დერეფნის გაჭრას,” – განმარტავს პაატა ცაგარეიშვილი.
მისივე შეფასებით, აფხაზეთისათვის საციცოხლოდ აუცილებელია, რუსეთიდან დამატებითი სატრანზიტო ტვირთების მიღება, რისი განხორცილებაც დაწყებულია, – 2022 წელს 2021 თან შედარებით თითქმის ორჯერ გაზარდა გადაზიდვები.
“2023 წელს მოხდა ჩინეთიდან წამოსული საკონტეინერო მატარებლის მიღება. 2023 წლის მარტში. ჩინეთიდან წამოსული საკონტეინერო მატარებელი პირველად შევიდა სოხუმში, მოგვიანებით ოჩამჩირის ნავსადგურიდან განხორციელდა კონტეინერების გადატვირთვა, რითაც დასტურდება, რომ რუსეთმა დაუბრკოლებლივ შეძლო აფხაზეთისკენ სატრანზიტო დერეფნის გაჭრა,” – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.