ევროკავშირის რომელ ქვეყანაშია ყველაზე მაღალი ხელფასები

ევროკავშირის ქვეყნებში ხელფასები ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია. აქ საშუალო ხელფასი სრულ განაკვეთზე 6,758 ევროა თვეში.
მეორე ადგილზეა : საშუალო დანიელი გამოიმუშავებს 5600 ევროს თვეში.
პირველ სამეულს ირლანდია ხურავს, სადაც საშუალო ხელფასი 4900 ევროა.
ევროკავსირში ყველაზე დაბალი ხელფასია საბერძნეთში (1400 ევრო), უნგრეთში (იგივე ხელფასი) და ბულგარეთში (1125 ევრო).
ევროპის სტატისტიკური სააგენტო Eurostatის მონაცემებით, საშუალოდ, ევროკავშირის რეზიდენტი იღებს 3155 ევროს თვეში.
ცნობისთვის, 2026 წლიდან ევროკავშირის მაცხოვრებლებს ექნებათ გარანტირებული შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია იმავე სამუშაოს შემსრულებელი კოლეგების ხელფასების შესახებ.