ის, რაც ისტორიამ შემოინახა და რაც ულამაზესი ზღვისპირა კურორტიდან დარჩა – ეროვნული არქივი გამოფენა “სოხუმს” მასპინძლობს

ის, რაც ისტორიამ შემოინახა და რაც ულამაზესი ზღვისპირა კურორტიდან დარჩა – ეროვნული არქივი გამოფენა “სოხუმს” მასპინძლობს. საგამოფენო პავილიონში, დამთვალიერებელი ამჟამად ოკუპირებული ქალაქის უიშვიათეს ფოტოებს და კერძო კოლექციებში დაცულ იმ ნივთებს ნახავს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.
ციტატა 1875 წლის 5 იანვრის, გაზეთ დროების გამოცემიდან. კორესპონდენტი აღწერს ქალაქს, სადაც თითოეულ შენობას მზის სხივები წელიწადის ნებისმიერ დროს ათბობდა. მე-19-20 საუკუნის სოხუმზე ამბავს, არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია თავად ყვება.
ფოტომასალები, დოკუმენტები, ნივთები კერძო კოლექციიდან – საგამოფენო სივრცეში მარჯვენა კედელზე დამთვალიერებელი სოხუმის არქივს გაეცნობა. შეხვდება ს უკანასკნელი მთავრის – მიხეილ შერვაშიძის სავარძელს და მის ორიგინალ პორტრეტსაც.
ნოსტალგიური ზღვა და სოხუმის სანაპირო, ქალაქში ჩატარებული გამოფენების და სპექტაკლების აფიშები. ბოტანიკური ბაღის ძველი ნახაზები და უკვე გაშენებული ბაღის ფოტოარქივი, პავილიონის მარცხენა კედელი, მეოცე საუკუნის სოხუმის ისტორიას ყველა.
გამოფენა “სოხუმი” არქივის საგამოფენო პავილიონში პირველად არის წარმოდგენილი. ექსპოზიცია, რომელიც საარქივო მასალით აღწერს თუ როგორ ცხოვრობდა ქალაქი, როგორი იყო მისი ყოველდღიურობა, კულტურული, პოლიტიკური თუ სოციალური ფონი ერთ თვე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ჩვენ-მისი გუნდის თითოეულ წევრს. ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა