მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები

მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები
მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მრავალი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან უსიამოვნო ფაქტი შემაჯამებელ სხდომაზე. ბუნებრივია, როდესაც არგუმენტები აღარ არსებობს, შემდეგი ნაბიჯი არის ძალადობა. სწორედ ეს ვნახეთ ჩვენ დღევანდელ შემაჯამებელ სხდომაზე.
რაც შეეხება, მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები, თუმცა მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მრავალი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ აქვთ ინფორმაცია მიწოდებული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ძალიან დეტალურად“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
ცესკოში დღეს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს