ევროპაში სტუდენტებისთვის დამატებით საცხოვრებლებს აშენებენ

ევროკავშირის მხარდაჭერით, უახლოეს წლებში აშენდება დამატებითი სტუდენტური საცხოვრებელი. უპირველეს ყოვლისა, სტუდქალაქები მოეწყობა პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში.
იქ გადაადგილებას სამნახევარი ათასი ადამიანი შეძლებს.
პოლონეთში საცხოვრებელი სახლი უკვე შენდება ვარშავის, ვროცლავისა და გდანსკის უნივერსიტეტებისთვის, სადაც 1800 სტუდენტს შეეძლება გადაადგილება.
ევროპაში სულ უფრო მეტი სტუდენტია. 2030 წლისთვის 23,5 მილიონი ადამიანი იქნება – 10%-ით მეტი ვიდრე ახლა; მათი ნახევარი სხვა ქვეყნებიდან ჩამოვა. უძრავი ქონების ბაზარზე მაღალი ფასების გამო, ქირა სულ უფრო მიუწვდომელი ხდება სტუდენტებისთვის. ამრიგად, პოლონეთში წელს ის 12,3%-ით გაიზარდა, იტყობინება უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკური სააგენტო Bonard.
შეგახსენებთ, ტურინში ამხანაგობა აშენდა მხოლოდ მოხუცებისთვის. ესაა მცდელობა, დაეხმარონ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებსაც მარტოობა აწუხებთ, დაუბრუნდნენ აქტიურ ცხოვრებას და აირიდონ სოციალური იზოლაცია, რაც ისევე როგორც მსოფლიოში, იტალიაშიც სიბერის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
ამხანაგობაში აშენდა არა მხოლოდ 40 ბინა, არამედ სპორტული დარბაზი, პატარა ბიბლიოთეკა, კაფე და საკონცერტო დარბაზი.
მოსახლეობა სიენაში მსგავს სახლში უკვე გადავიდა. იქ აწყობენ კულინარიის გაკვეთილებს, წიგნის კლუბს, კინოს საღამოებს, მცირე ექსკურსიებს და ბურაკოს ტურნირებს.
სამომავლოდ ასეთი სახლების აშენება სურთ მილანსა და კომოში.