თინა ბოკუჩავა – ვაფრთხილებთ რეჟიმს, ზვიად ხარაზიშვილს და მის სხვა ჯალათებს, დღეს დავით კირთაძემ ქვეყნის სათქმელი თქვა და მასზე სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება არის თავდასხმა ყველა მოქალაქეზე

ვაფრთხილებთ რეჟიმს, სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს და მის სხვა ჯალათებს, დღეს დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა ამ საპროტესტო აქტით გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ და მასზე ნებისმიერი სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება, ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც დიახ, პირადად კალანდარიშვილმა ივანიშვილის დაკვეთით, მოჰპარა არჩევანი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი კალანდარიშვილმა დღეს შავი მელანი ჩამოირეცხა, მაგრამ ვერასოდეს ჩამოირეცხავს ს გაყალბების დანაშაულს და აუცილებლად წარდგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე.
ბოკუჩავამ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილის გარდა, ნაცემი ს, დიმა ჩიქოვანის, გია ჯაფარიძის და დავით ქაცარავას სურათები წარადგინა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევებში, სადაც ადგილი ჰქონდა ზღვარგადასულ ძალადობას, დაკავებული არავინაა, დავით კირთაძის შემთხვევაში კი გამოძიება “აბსურდული მუხლით“ დაიწყო.
„მინდა საზოგადოებას შევახსენო რამდენიმე ადამიანის სახე. ეს არის ლევან ხაბეიშვილის, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის სახე, ეს არის დიმა ჩიქოვანის, “ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის სახე, ეს არის გია ჯაფარიძის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მთავარი სპიკერის სახე და ეს არის დავით ქაცარავას, სამოქალაქო აქტივისტის სახე. ეს კი არის გიორგი კალანდარიშვილის, არჩევნების ქურდის სახე, რომელმაც მოჰპარა საქართველოს მოქალაქეებს არჩევანი და ევროპული მომავალი. საგულისხმო ამ ყველაფერში კი ის არის, რომ პირველ ოთხ შემთხვევაში, სადაც ადგილი ჰქონდა ზღვარგადასულ ძალადობას ხელისუფლების დაკვეთით, დაკავებული არავინაა. ხოლო დავით კირთაძის, “ნაციონალური მოძრაობის” ს წევრის წინააღმდეგ, რომელმაც დღეს მთელი ქვეყნის სათქმელი გამოხატა საპროტესტო აქტით არჩევნების ქურდის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, მის წინააღმდეგ რეჟიმმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით. თავად ეს მუხლი აბსურდულია, რომელიც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა ის ფარსიც, რომელიც კალანდარიშვილმა დადგა და კარიკატურულად თვალახვეული წარსდგა ცესკოს სხდომაზე, სადაც მან შეაჯამა არჩევნების ოქმი და ამით დააკანონა მოპარული არჩევნები. გიორგი კალანდარიშვილმა დღეს შავი მელანი ჩამოირეცხა, მაგრამ ვერასოდეს ჩამოირეცხავს არჩევნების გაყალბების დანაშაულს და აუცილებლად წარდგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე. მანამდე კი ვაფრთხილებთ რეჟიმს, სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს და მის სხვა ჯალათებს, დღეს დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა ამ საპროტესტო აქტით გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ და მასზე ნებისმიერი, სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება, ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც დიახ, პირადად კალანდარიშვილმა ივანიშვილის დაკვეთით, მოპარა არჩევანი. გესმოდეთ და იცოდეთ, რომ ამას საზოგადოება არ გაპატიებთ და ყველა ერთად, ერთ დიდ შავ ლაქად იქცევით საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩვენ კი აუცილებლად მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად ჩაატარებს კეთილსინდისიერი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის წევრი კვლავ იქნება აუცილებლად დავით კირთაძე, თუმცა იმ ადმინისტრაციის წევრი, ვპირდებით საზოგადოებას, არ იქნება არჩევნების ქურდი, თავლაფდასხმული, დამნაშავე გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საქართველოს მოქალაქეების არჩევანის მოპარვისთვის 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. მადლობა დავით სიმართლისთვის და გამბედაობისთვის”, – განაცხადა ბოკუჩავამ.