ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი ევროინტეგრაციის გადარჩენისთვის. რამდენიმე საათში პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერს შეხვდება. მოლაპარაკებების მიზეზი ერთადერთია – შეჩერდეს უნგრეთის ლიდერის შანტაჟი და არ ჩაიშალოს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება. ევროკავშირისთვის ეს საკუთარი პოლიტიკური პოტენციალის დადასტურების უმნიშვნელოვანესი შანსია. პროცესის ჩავარდნა იქნება გაფართოების პოლიტიკის კრახი, და უკრაინის გარდა მოლდოვის, ბოსნიისა და საქართველოს დასავლური მომავლისთვის მიყენებული უდიდესი დარტყმა. ამ საერთო ევროპული კრიზისის ფონზე თავს მშვიდად მხოლოდ კრემლში და “ქართულ ოცნებაში” გრძნობენ.