ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა და პარლამენტში 89 მანდატი მიიღო

2024 წლის საპარლამენტო ს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12.
საარჩევნო სუბიექტის შედეგები ასეთია: „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 3 892 ხმა, 0.19%’„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა 19.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16;„ევროპელი დემოკრატები“ – 7955 ხმა, 0.38%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 50 599 ხმა, 2.44%;„ძლიერი საქართველო- ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 15 103 ხმა, 0.73%;„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1845 ხმა, 0.09%;„შეცვალე საქართველო“ – 12 528 ხმა, 0.60%; „საქართველო“ – 2780 ხმა, 0.13%
;„თავისუფალი საქართველო“ – 4 145 ხმა, 0.20%;
„ტრიბუნა“ – 2 483 ხმა, 0.12%;
„ჩვენ“ – 2593 ხმა, 0.12%;„გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12.„მემარცხენე ალიანსი“ – 1260 ხმა, 0.06%;
„ქართველ ერთობა“ – 4500 ხმა, 0.22%;„გირჩი“- 62 223 ხმა, 3%;„ქართული ოცნება“ – 1 120 053; 53.93%, მანდატების რაოდენობა 89.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს

ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში – ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით