საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მე-3 მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში ტაქტიკური გადაადგილება, თავმოყრის რაიონისა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება განახორციელა.
„სწავლების ფარგლებში მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებათა ხაზი გაარღვია და პირობით მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა.
ერთკვირიან საველე სიტუაციურ სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფებისგან უმაღლესი შეფასება მიიღეს.
სწავლება მიზნად ისახავდა სამხედრო მოსამსახურეების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”