Reuters – დალასში, თვითმფრინავს აფრენამდე ტყვია მოხვდა

დალასში, თვითმფრინავს აფრენამდე ტყვია მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, Southwest Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც დალასის „ლავ ფილდის“ აეროპორტიდან გასაფრენად ემზადებოდა, ტყვია გვიან ღამით მოხვდა, რის შემდეგაც, თვითმფრინავი გასასვლელთან დაბრუნდა.
„დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ინციდენტის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.
რეისი 2494 დალასიდან (ტეხასის შტატი), ინდიანაპოლისში (ინდიანას შტატი), მიფრინავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით