სახალხო დამცველი აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას აქვეყნებს

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება 2024 წლის 4 ნოემბერს წარადგინა.
„სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განმარტებულია თუ რა საერთაშორისო სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელოს პასუხისმგებელმა უწყებებმა საერთაშორისო დაცვის განაცხადის განხილვისას.
სახალხო დამცველის შეფასებით, მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარება სასამართლოს მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება აფგან სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის გადაწყვეტილების – „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხზე”,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
იხილეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სრულად

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?