ზელენსკი მიიჩნევს, რომ ტრამპის პირობებში უკრაინაში ომი უფრო სწრაფად დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტმა მ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ -ის მომავალი ადმინისტრაციის დროს, რომელსაც ხელმძღვანელობს არჩეული პრეზიდენტი , “ომი უფრო სწრაფად დასრულდება.”

“სამართლიანი მშვიდობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ არსებობდეს განცდა, რომ ჩვენ დავკარგეთ საუკეთესო [ადამიანები] იმ უსამართლობის გამო, რომელიც თავს მოგვახვიეს. ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა თეთრ სახლს უხელმძღვანელებს, ომი უფრო სწრაფად დასრულდება. ეს არის მათი მიდგომა, მათი დაპირება თავისი საზოგადოების წინაშე, და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, წამოუყენა თუ არა ტრამპმა კიევს მოთხოვნა რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. “ამ ომის დროს, ჩვენმა ხალხმა და პირადად მე, აშშ-თან მოლაპარაკებების დროს, ტრამპთანაც, ბაიდენთანაც და ევროპის ლიდერებთანაც, დავამტკიცეთ, რომ ჩვენზე არ ჭრის რიტორიკა: “დაჯექი და მოისმინე”, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუ სრულად 16 ნოემბერს გამოქვეყნდება.
· ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც ოპონენტები ს პრეზიდენტ პუტინისადმი დადებით დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
· დემოკრატები მწვავედ აკრიტიკებენ უკრაინის შესახებ ტრამპის პოზიციას. პრეზიდენტობის კანდიდატ ს საარჩევნო შტაბის განცხადებით, თუ აშშ უკრაინას მიატოვებს, პუტინი კიევში იჯდება და მზერა მიპყრობილი ექნება დანარჩენი ევროპისა და ამერიკის ნატოელი მოკავშირეებისკენ.
· უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე 55 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.
· 2024 წლის სექტემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვდა და „გამარჯვების გეგმა“ გააცნო.