დონალდ ტრამპი აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ტოდ ბლანშეს წარადგენს

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ -ის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ტოდ ბლანშეს წარადგენს.
ბლანშე ტრამპს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში, სადაც ის ბიზნესჩანაწერების გაყალბებისთვის გაასამართლეს.
„ტოდი არის შესანიშნავი იურისტი, რომელიც მნიშვნელოვანი ლიდერი იქნება იუსტიციის დეპარტამენტში და გამოასწორებს მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩამოშლილია“, – აღნიშნავს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
1tv.ge