ელევატორებმა III კვარტალში ₾76.4 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს – წლიური დატვირთვა შემცირდა

2024 წლის III კვარტალში საქართველოში ელევატორების რაოდენობამ წლიურად 7 ერთეულით იკლო და 29 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31%) და კახეთის (17.2%) რეგიონებში იყო განთავსებული.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალის განმავლობაში ელევატორები 13 მომხმარებელს მოემსახურნენ (წლიურად 1-ით მეტი). მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 42 ერთეული შეადგინა (წლიურად 33-ით ნაკლები), ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 31 ადამიანით შემცირდა და 387 შეადგინა.
2024 წლის III კვარტალში, 11.9 ათასი ტონით იკლო ელევატორებში შენახულმა პროდუქციამ და 91.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 51.9% ხორბალი იყო. განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 70.2%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2024 წლის III კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 34.5 მლნ. ლარით მეტი, 76.4 მლნ. ლარის ღირებულების 55.2 ათასი ტონა პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11 ათასი ტონით ნაკლებია. ეს მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ პროდუქციის ფასმა მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ელევატორების მიერ გაყიდული პროდუქციის 56.6% იმპორტირებული იყო.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 86.1%.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 51.9%-ს, აგვისტოში – 45.8%-ს, ხოლო სექტემბერში – 47.4%-ს.