პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
„პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ბექაური დააჯილდოვეს.
ლერი ხაბელოვმა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლები გადასცა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 2024 წელი სპორტის არაერთ სახეობაში მიღწეული შედეგებით გამორჩეულად წარმატებული იყო.
ცერემონიას ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ქართული სპორტის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები დაესწრნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება